ღარიბაშვილსა და ბაიდენის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს.
"ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა როგორც მის პირად მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების, ასევე აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ორი ლიდერი შეთანხმდა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და უფრო მეტი უცხოური, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ლიდერებმა, ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მჭიდრო ურთიერთობას უკრაინაში და რეგიონის სხვა ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.