შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით,ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ედრა ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე მესუდ ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ედრა ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 68 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,823 გრ ამფეტამინს შეიცავს. მესუდ ი-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული 8,995 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,7645 გრ კანაფის ფისს შეიცავს.