ზურაბ აბაშიძე: მზად ვართ რუსეთთან გავაგრძელოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველომ რუსეთს ისეთი სანქცია შემოუღო, როგორიც უკრაინასაც კი არ გაუკეთებია.
"ჩვენ რუსეთთან ისეთი სანქცია გვაქვს შემორებული, როგორც არც ერთ ქვეყანასთან. მხედველობაში მაქვს ის, რომ 2008 წელს გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ ფაქტობრივად სახელმწიფოთაშორისი ურთერთობები არ გაქვს. ასეთი ნაბიჯი უკრაინასაც არ გადაუდგამს", - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორეს გაუკეთოს.
აბაშიძე რუსეთში ქართული პროდუქციის დამატებით ექსპორტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა:
"რაოდენობები ნამდვილად არ არის ასტრონომიული, მაგრამ რაღაც ტენდენცია ზრდის არის. ისეთ რაოდენობებზეა ლაპარაკი, რომ რუსეთში ჩვენ დეფიციტს ვერ მოვუგვარებთ. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ რუსეთთან გავაგრძელოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმავე ფორმით, როგორიც ადრე იყო", - განაცხადა აბაშიძემ.