სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტი კაზანტიპს
როგორც ცნობილია, სასულიერო პირები და მრევლი ანაკლიაში მსვლელობას მართავს და "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის ერის ტკივილი და რაც მალე დასრულდება ეს ორგიები, უკეთესი იქნება.
სასულიერო პირების თქმით, სადამდეც მიუშვებენ, იქამდე მივლენ და პარაკლისს გადაიხდიან.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: "კაზანტიპი გარყვნილებაა", "ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "ნუ გადააქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად".