უბედური შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ დაშავდნენ.
შემთხვევა პარლამენტის შენობასთან, აბაშიძის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს "მერსედესის", "მიცუბიშისა" და "ჟიგულის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, "მერსედესის" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის კატასტროფის ცენტრში გადაიყვანა.
დავით ცხვარაძე