ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანაშრომელი ხვიჩა მჭედლიშვილი და სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს კახეთის სატყეო სამსახურის ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური.
გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელო ხვიჩა მჭედლიშვილი და ამავე სააგენტოს ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური, მათ დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ შეშვებისა და ხე-მასალის უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ მოქალაქეებს ქრთამის სახით სისტემატურად სთხოვდნენ და ართმევდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.