13 წლის ვილე სანებლიძე სიკვდილს ებრძვის
ამ წუთებში "ივერიონს" ახალგაზრდა ქალბატონი მარინე ხარებაშვილი დაუკავშირდა და მისი გასაჭირის გვარცელება გვთხოვა. დედა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ბავშვისთვის თითოეული საათი ძვირფასია.
13 წლის ქუთაისელი ბიჭი, ვილე სანებლიძე 13 იანვრიდან სიკვდილს ებრძვის. იგი თავშია დაჭრილი, ოჯახის ინფორმაციით ტყვია ჯერ კიდევ ტვინში აქვს ჩარჩენილი, მისი მდგომარეობა სავალალოა, ახლობლების ინფორმაციით პატარას მკურნალობა დიდ თანხებთანა დაკავშირებული, ამჟამად ვილე სანებლიძე იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. პატარა სიკვდილს ებრძვის, სასოწარკვეთილი ოჯახი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას შვილის გადარჩენას სთხოვს.
-"გთხოვთ, გევედრებით, გადამირჩინეთ შვილი. ვთხოვ ქუთაისის მერიას, თბილისის მერიას, ყველა კომპეტენტურ პირს დახმარებას, ვევედრები. მუხლმოდრეკილი გევედრებით მიიტანოთ ჩემი გასაჭირი გულთან. შვილის დაკარგვა საშინელებაა, საშინელებაა, როცა უყურებ, რომ შენი შვილი სიკვდილს ებრძვის და შენ ვერაფერს აკეთებ შვილის დასახმარებლად".
პატარა მართლაც საზოგადოების და ხელისუფლების წევრების დახმარებას საჭიროებს. ბავშვის დედის სახელზე გახსნილია ანგარიში საქართველოს ბანკში.
ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000301189000. მიმღები: ხარებაშვილი მარინე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ქალბატონი მარინეს პირად ნომერზე-598 57 82 79
ჩვენ კი ვთხოვთ ყველა საინფორმაციო სააგენტოს გაავრცელოს ეს ინფორმაცია, რათა ერთად შევძლოთ პატარა ვილეს დახმარება და უფრო მეტი ადამიანის ინფორმირებულობა!
პ.ს. მომიტევეთ, მეგობრებო, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. წყლის გადასხმის აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა, თანხაც გადავრიცხე, რაც შემეძლო და ახლა ერთ კითხვას ვსვამ-იქნებ ვილესთვის და საქართველოში მყოფი უამრავი სიკვდილთანმებრძოლი პატარასთვისაც "გვეწუწავა"? ოღონდ თანხა გამოინახოს ამ ბავშვებისთვის და მგონი ღირს კიდევ ერთი აქციის ჩატარება!
დავით ცხვარაძე