ყველა ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება

ყველა ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება

   როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, 94 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში8 უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ. ამას გარდა თეა წულუკიანის განცხადებით გამარტივებული წესით მიენიჭებათ მუდმივი ცხოვრების უფლება ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ. იუსტიციის მინისტრმა სხვა სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:

   -" მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ამას ითხოვს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირთან, პირველი სექტემბრიდან, საქართველოს საზღვრებზე არ გაიცემა ვიზები, ამიტომ უცხოელებმა წინასწარ უნდა აიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა. მთავარი, რაც იცვლება, არის ის, რომ უვიზოდ შემოსვლის შემდეგ საქართველოში 360 დღით დარჩენის მაგივრად, იქნება ყოველ 180 დღეში 90 დღე. პირველ რიგში ჩვენ შემოგვაქვს ხუთი კატეგორიის სხვადასხვა ვიზა. ვისაც უნდა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი დრო, ვიდრე ამას ტურისტული, თუ სხვა ხანმოკლე ვიზა ითვალისწინებს, საჭიროა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ წინასწარ, ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს საიმიგრაციო ვიზა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს ბინადრობის მოწმობას სტუდენტური ან თუნდაც სხვა შრომითი საქმიანობის გაგრძელების მიზნით".

   ცნობილი ხდება, რომ ყველა ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება და მათი მიღება საქართველოს საკონსულოებში იქნება შესაძლებელი. უვიზოდ შემოსვლის "განსაკუთრებულ შემთხვევებს" კი საქართველოს მთავრობა ადგენს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: