ირაკლი სესიაშვილი:-"კრემლისა და აფხაზური პოლიტიკა მიმართულია ქართველების გამოდევნისკენ"

ირაკლი სესიაშვილი:-"კრემლისა და აფხაზური პოლიტიკა მიმართულია ქართველების  გამოდევნისკენ"

   მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩტარებული საპრეზიდენტო არჩევნები ევროპამ და საქართველომ არალეგიტიმურად ჩათვალეს, ახლადარჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა უკვე სამოქმედო გეგმებს სახავს და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასაც აპირებს. ხაჯინბა რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასაც არ ივიწყებს და ამბობს, რომ ამ პროცესს აფხაზეთმა უკვე დაუჭირა მხარი.

   -"აფხაზეთმა რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას მხარი დაუჭირა. ახლა ჯერი საქართველოზეა - როდის იქნება თბილისი თავის დასავლელ მეგობრებთან ერთად ამ თემაზე საუბრისათვის..."

   აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და ამბობს, რომ უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიდა ნაციონალური პროცესების შესაძლო წარმართვის პრევენცია მოახდინა.

 

   -"ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურია. მას საერთაშორისო საზოგადოება და თანამეგობრობაარ აღიარებს. ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კრემლის დაკვეთით ოკუპაციის გაგრძელებას ვხედავთ. ამიტომ, რომელი ხელისუფლებაც იქნება აფხაზეთსა თუ სამაჩამლოში, ის რუსეთის ინტერესების მატარებელი იქნება, თუმცა გვინდა თუ არა, დაინტერესებულნი ვართ, რომ ისეთი ე.წ.ხელმძღვანელობა ჰყავდეს აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოს, რომლებიც მინიმუმ, პატივს სცემენ ჩვენსთანამოქალაქეებს, იქნებიან ქართველები, აფხაზები თუ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამ მხრივ ალბათ, რისკები უფრო გაიზარდა, რამდენადაც თავიდანვე აცხადებდა ხაჯიმბა, რომ ეთნიკურ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდა, რაც მათი, თუნდაც ე.წ. არჩევნებში, მაგრამ მაინც უფლებების დარღვევაა, მაგრამ ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენის მხრივ მოგვიწევს ყველა რესურსის გამოყენება, რათა ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 ვფიქრობ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისფონზე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესები, უკავშირდებოდა კრემლის გარკვეულშიშებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიდა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება არმომხდარიყო და მაგალითად აფხაზებს, აფხაზური ინტერესები არ დაეცვათ. ამიტომ,  პროცესი რაც ვიხილეთ  აფხაზეთში,  ყოფილი  ე.წ.  პრეზიდენტის წინააღმდეგ, ვფიქრობ, სწორედ კრემლის მხრიდანიყო გამოწვეული და ინსპირირებული.

 ოკუპაციის პირობებში აფხაზები მთლიანად  კრემლს  ექვემდებარებიან.  ამდენად,  იქ  განვითარებული  მოვლენები  უკავშირდება უკრაინის  მოვლენებს,  რათა  პუტინმა  მეტი  ნდობით  აკონტროლოს ოკუპირებული ტერიტორიები.

   ხვდებით, რომ კრემლისა და აფხაზური პოლიტიკა მიმართულია ქართველების  გამოდევნისკენ. ეს პირდაპირ ვიხილეთ 2008  წელს ომის შემდგომ პერიოდში და ომის დროსაც, როდესაც ეთნიკურიწმენდა განხორციელდა. დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა მოხდა თამარაშენში და სხვაქართულ სოფლებში. იგივე პოლიტიკა კიდევ უფრო მძაფრად გრძელდება აფხაზეთში სხვა ფორმით -ე.წ. შიდა პოლიტიკური, ვითომ სახელმწიფო ინტერესებისთვის გატარებული ანტი-ქართული ღონისძიებებით, რასაც ერთის მხრივ, პროვოკაციული სახე აქვს და მეორეს მხრივ - ვიწროინტერესებიც, მათ შორის, ქართველებისგან გაწმენდა, მიწების ინტერესები და სხვა. რა თქმა უნდა,ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვათ. ამისთვის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის რუსეთთან სალაპარაკოდ. ჩვენი მთავარი პოლიტიკარუსეთთან მიმართებაში უნდა იყოს ყოველი ნაბიჯი დეოკუპაციისკენ, მაგრამ არსებულ ვითარებაში ურთიერთობაში მაქსიმალური სარგებლის ნახვა, მათ შორის სარგებელია ის, რომ ჩვენი მოქალაქეებიდავიცვათ, ბაზარი ავითვისოთ, ფული მივიღოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოვახმაროთ".

 

  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: