ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

დავით ნარმანია: რეიტინგი ჩემთვის თვითმიზანი არ არის, მთავარია მეტი საქმე ვაკეთოთ!

დავით ნარმანია: რეიტინგი ჩემთვის თვითმიზანი არ არის, მთავარია მეტი საქმე ვაკეთოთ!

   წინასაარჩევნო პერიოდში არსებულთან შედარებით ჩემი რეიტინგის გაუმჯობესება, ვფიქრობ, პოზიტიურია, თუმცა ამაზე მეტი მუშაობა მოგვიწევს , - დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს NDI-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას განაცხადა.
 მისივე თქმით, მისთვის თვითმიზანი მაღალი რეიტინგი არ არის, და მთავარია მეტი საქმის კეთება.
  "NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იგივეა, რაც ჩემი გუნდის პოზიცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მრავალრიცხოვანი კითხვები ამ კვლევებთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, მე სულ ახლახანს, სამი კვირის წინ შევუდექი მუშაობას, აქედან გამომდინარე, ჩემი რეიტინგის შეფასება და ის მაღალია თუ დაბალი, ნაადრევად მიმაჩნია. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში არსებულთან შედარებით რეიტინგის გაუმჯობესება, ვფიქრობ, პოზიტიურია. თუმცა, ამაზე მეტი მუშაობა მოგვიწევს, რეიტინგი ჩემთვის თვითმიზანი არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის მაჩვენებელი, როგორ მუშაობს ადამიანი, მაგრამ ჩემთვის მთავარია მეტი საქმე გავაკეთოთ, აქედან გამომდინარე, ეს აისახოს რეიტინგებში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: