ნოდარ ხადური: თბილისის ბიუჯეტში 25 მილიონამდე დეფიციტია
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დაახლოებით 25 მილიონამდე დეფიციტზეა საუბარი, რომლის დასაფარად შესაძლოა თბილისის მერიას მოუწიოს სესხის აღება. ხადურის განმარტებით, თბილისის ბიუჯეტში პრობლემებია და ფინანსთა სამინისტრო სწავლობს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საკითხს.
"თბილისის მერთან მქონდა საუბარი, ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რათა რევიზია მომხდარიყო ბიუჯეტის. თბილისის ბიუჯეტში პრობლემებია, დახარჯულია სოციალური ვალდებულებებით აღებული პრაქტიკულად მთელი ბიუჯეტი და დარჩენილი ოთხი თვის განმავლობაში მერიას აღარ ჰქონდა რესურსი", - აღნიშნა ხადურმა.