კახა კალაძე: გაურკვეველია რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესები
საქარტველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერ კახა კალაძისთვის გაუგებარია მეთოდოლოგია, თუ როგორ აწარმოებს NDI -ი გამოკვლევებს.
"გაურკვეველია , რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესები. გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნები და NDI -ის კვლევები რამდენად შეუსაბამო იყო . ის, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი დავარდა, ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან ვიცით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება კოალიციის მიმართ", - განაცხადა კახა კალაძემ.