"რა დავკარგეთ, როგორ დავკარგეთ და რანი ვართ დღეს?!."
"რასაც კვირტები დაივიწყებენ, იმას ფესვები იმახსოვრებენ"-ო ნათქვამია და ალბათ ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი დიდი ბრძენი წინაპრების შეგონებები.
კარგად ჩავუკვირდეთ თითოეულ სიტყვას, გულით გავიგოთ და არა ყურით ის ჭეშმარიტება, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და თითქოს დღეს ხდება, თითქოს ისტორია კი არა, აწმყოა, რომლის მთავარი გმირები ჩვენ ვართ.
ერთი ცხადია, გზა ხსნისა სიყვარული და ზნეობაა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს საძირკველშივე ჩაუშენეს ჩვენმა ფესვებმა.