აჭარის მთავრობის შემადგენლობა ცნობილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს დაამტკიცებენ. ამის შესახებ საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აცნობა.
ხაბაძის თქმით, მან მინისტრების დამტკიცების შესახებ თანხმობის ელექტრონული ვერსია თბილისიდან უკვე მიიღო.
რაც შეეხება კანდიდატურებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გიორგი თავართქილაძე უხელმძღვანელებს, რომელიც "ვითიბი ბანკის" აჭარის ფილიალის დირექტორი იყო; აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ნუგზარ სურმანიძე, რომელიც დღემდე ამავე სამინისტროში მუშაობდა. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი იქნება, რომელიც აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ზაურ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც კერძო ბიზნესის "ფერმერთა სახლის" მეპატრონეა.
უმაღლეს საბჭოში მინისტრთა დამტკიცების პროცედურა 12.00 საათზე დაიწყება