რამ შეაწუხა ნანა კაკაბაძე?

რამ შეაწუხა ნანა კაკაბაძე?

ცნობილი უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე შეწუხებულია იმით, რომ სახალხო დამცველის თანამდებობა ასეთი ბრძოლის ასპარეზი გახდა.


უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ კანდიდატურების დასახელება არა ლობისტური ჯგუფებიდან, არამედ საზოგადოების წიაღიდან უნდა ხდებოდეს და ამ შემთხვევაში მთავარი ყურადღება იმაზე უნდა იყოს გადატანილი, თუ რა გაუკეთებია ამა თუ იმ კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვისთვის. მისი აზრით, სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს უნდა გამოხატავდეს და არა რომელიმე დაჯგუფების, ან თუნდაც პოლიტიკური პარტიის. სინამდვილეში კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ზოგიერთებს სახალხო დაცვის ინსტიტუტი უფრო პოლიტიკური ხაზით სჭირდებათ და არა უფლებადაცვითი.


გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნანა კაკაბაძე ასევე შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ძალიან არაორდინალური და სახელმწიფოსთვის არასასურველი სიტუაციაა, სადაც მეტ-ნაკლებად ორხელისუფლებიანობის სინდრომი იკვეთება. მას განსაკუთრებით აშფოთებს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს პირველი პირის ხელში მოქცეული განუსაზღვრელი უფლებები, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და რომელსაც აქვს უფლება დაშალოს პარლამენტი და ხელი შეუწყოს ანომალური პროცესების განვითარებას ქვეყანაში. ამისთვის საჭიროა, საჩქაროდ შეიცვალოს კონსტიტუციური ნორმები, რომელიც სახელისუფლო ვერტიკალებს შორის ურთიერთობებს დააბალანსებს.


უფლებადამცველი ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა ფრთხილი საკანდრო პოლიტიკის გატარება, ურომლისოდაც ძნელია რაიმე პოზიციური სახის შედეგებზე საუბარი. იგი თვლის, რომ წინა ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ სიტუაცია არიოს ქვეყანაში, რაც არ უნდა დავუშვათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: