დავით სერგეენკო: საქართველო უკრაინას მედიკამენტებთან ერთად საჭირო ინვენტარს გაუგზავნის
დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას, ოლეგ მუსის შეხვდა. შეხვედრის მიზანი, უკრაინისთვის ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება იყო. დავით სერგეენკომ უკრაინელ კოლეგას დახმარებაც შესთავაზა. კერძოდ საქართველო უკრაინას მედიკამენტებს და საჭირო ინვენტარს გაუგზავნის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტის ზონებში დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა მკურნალობა საქართველოში განაგრძოს.
" არის სამსაზე მეტი ადამიანი, რომელსაც სჭირდება თირკმლის დიალიზი. სახარჯი მასალა უკვე ელევათ და ჩვენ გამოვუგზავნით ამ მასალას, რომ პაციენტები უზრუნველყოფილი იყონ. ასევე ბავშვთა ასკაში პრაქტიკულად იწურება ვაქცინები, ამითაც დავეხმარებით მოსახლეობას. საბრძოლო ზონებში არის უამრავი დიაბეტით დაავადებული, რომლებსაც ასევე ელევათ მედიკამენტები, ამითაც დავეხმარებით და ასევე დავეხმარებით პირველადი სამედიცნო დახმარების ნაკრებებით."- განაცხადა დავით სერგეენკომ.