"ყაზბეგის მარათონი" შესულია მსოფლიოს სათავგადასავლო მარათონების სიაში

"ყაზბეგის მარათონი" შესულია მსოფლიოს სათავგადასავლო  მარათონების სიაში

   რიგით მეხუთე "ყაზბეგის მარათონი" 6 სექტემბერს დაბა სტეფანწმინდაში 09:00 საათზე აიღებს სტარტს. მარათონი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება და მასში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 200- მდე მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის იქნებიან ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები (აშშ,  დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, შვეიცარიის საელჩოები, გაერო, ევროკავშირის მონიტორინგის მისია.)

   "ყაზბეგის მარათონი" საქველმოქმედოა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. კერძოდ, "მშობელთა სახლს" რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.

   მარათონის ორგანიზატორის ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯიას" განცხადებით "ყაზბეგის მარათონი" შესულია მსოფლიოს სათავგადასავლო  მარათონების სიაში და ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრ სიმაღლეზე, დიდი კავკასიონის გრანდიოზული ხედებისა და მყინვარწვერის ფონზე გაიმართება.  წარმოდგენილი იქნება მეტნაკლებად რთული და ამავდროულად საინტერესო მარშუტები სამ დისტანციაზე: 8 კმ, 21 კმ და 42 კმ.

   მხარდამჭერი ორგანიზაციები: საქართველოს ტურიზმის ადმინისტაცია, მცხეთა მთიანეთის გუბერნია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სასტუმრო "რუმს ყაზბეგი".

   სამედიცინო მხარდამჭერი-დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი- Health Palace.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: