დაჩი დარჩიას მკვლელობა გახსნილია
თბილისის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).