მერაბ ღოღობერიძე:-"ბათუმის მურმანსკად გადაქცევის იდეა აი ამ კაცს იდეაში ნამდვილად ქონდა...!!!
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი"-ს თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე აჭარაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მურმან დუმბაძეს ვრცელ სტატუსს უძღვნის.
-"ბათუმის მურმანსკად გადაქცევის იდეა აი ამ კაცს იდეაში ნამდვილად ქონდა ....!!!
არც ერთი აჭარაში საღად მოაზროვნე მას და მის გუნდს აღარაფრად აგდებს უკვე, რადგან მან, როგორც პოლიტიკოსმა დაკარგა ძალა და მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. მხოლოდ მასსავით მხდალი და უნიათო ადამიანები თუ დაიწყებენ ფართხალს, თვითგადარჩენის მიზნით ქვეყანაში გაუაზრებელი განცხადებების კეთებისა სჯობია მან და როგორც მათ აღნიშნეს კლანმა, სადაც შემორჩნენ, საქმე აკეთონ, რადგან ბოლო გასროლაღა დარჩათ, ხალხი უკვე აღარ აპატიებს და გადათელავს მათ მათი უნიათობისათვის, რადგან ხალხს უკვე მათი პოლიტიკური თამაშით და კლანური მართველობით რასაც ხშირად პირიქით აპელირებდნენ, ასლანს და მიშას გაასწრეს. საზოგადოება ხედავს თუ როგორ ცდილობს აჭარას მურმასკის ოცნების კლანად გადაქცევად ...... !!!" (სტილი დაცულია)
როგორც მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, მის ამ სტატუსს გამოხმაურება მოჰყვა დუმბაძის მხარდამჭერების მხრიდან. მათ ღიად გამოხატეს აგრესია და შეურაცხყოფა სოციალური ქსელით.
თაზო ბენიძე