რისთვის იქმნება აჭარაში მოხალისეთა ჯგუფები და ვის ექნება აბაშიძე მოსაგონი?

რისთვის იქმნება აჭარაში მოხალისეთა ჯგუფები და ვის ექნება აბაშიძე მოსაგონი?

    ივერიონს "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დაუკავშირდა და მურმან დუმბაძის, ალექსანდრე ჩიტიშვილის და მედეა ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა.

   -"საკადრო ცვლილებებისას გაჟღერებული არგუმენტი, მურმან დუმბაძის გუნდის შესახებ - ნეპოტიზმის აშკარა დადასტურებაა. უმაღლესი საბჭოს მხრიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში,  48 საათის განმავლობაში უნდობლობას თავად უმაღლეს საბჭოს აჭარის მოსახლეობა გამოვუცხადებთ.

უკვე მიმდიუნარეობს საზოგადოების დიდ ნაწილთან მოლაპარაკება და ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ უმაღლეს საბჭოს, რომ ის დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

ჩვენ დავიწყეთ უკვე მობილიზაცია, იქმნება მოხალისე ჯგუფები, რომლებიც  ჩვენთან ერთად აჭარის მასშტაბით მჯდომარე აქციას დაიწყებს.

ხალხი დაიღალა იმ მარაზმით,  რასაც 2 წლის განმავლობაში დუმბაძე მის გუნდთან ერთად  ეწევა. დუმბაძეს ვპირდები: დღეს თუ არა,  ხვალ აუცილებლად აგებს პასუხს აჭარის წინაშე, აბაშიძე მოსაგონი  იქნება!"

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: