ლია რუსიაშვილი:-"უკვე აშკარაა, რომ საქართველოს დიდი ენთუზიაზმით მიაქანებენ "მსოფლიო წესრიგისკენ", რასაც მოჰყვება ანტიქრისტეს გამეფება"
-"უკვე აშკარაა, რომ საქართველოს დიდი ენთუზიაზმით მიაქანებენ "მსოფლიო წესრიგისკენ", რასაც მოჰყვება ანტიქრისტეს გამეფება. მანამდე კი, საქართველოში, მოსახლეობის მძაფრი პროტესტის მიუხედავად, სრული ძალდატანებით, წარმატებით განახორციელეს (და ამერიკა-ევროპის მოწყალე შექებაც დაიმსახურეს) აიდიზაცია, ანუ ელექტრონული მონობა და ერის უმეტესი ნაწილი აიყვანეს ტოტალური კონტროლის ქვეშ. ასევე, განახორციელეს მეორე ეტაპი--ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალადობრივი მიღება, რასაც მუდმივად აპროტესტებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ მათი აღშფოთება დღემდე რჩება "ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა"... რაღა დარჩათ? ხალხისთვის სხეულში ჩიპის შეყვანა, რასაც უახლოეს წლებში გეგმავენ და რაც მოასწავებს ადამიანთა სრულ დაზომბირებას, (დაჩიპული ადამიანები მართლაც, საკუთარი ნებით აირჩევენ ანტიქრისტეს, რადგან ჩიპის შეყვანით თავადვე მოაწერენ ხელს თავისუფალი ნების ბლოკირებას -- თუ როგორ მოქმედებს ელექტრონული მიკროაპარატი ტვინზე, ამაზე, რახანია, არსებობს უამრავი ვიდეომასალა) და ამიტომ, ვისაც ყოველივე ეს ზღაპრები არ ჰგონია და თვალნათლივ ხედავს მოსალოდნელ საფრთხეს, ისღა დარჩენია, რომ აქედანვე დაიჭიროს თადარიგი სოფლებში გასაღწევად, სადაც რამდენიმე ოჯახი ერთად დასახლდება და საკუთარი პროდუქტების მოყვანით აიცდენს თავიდან მოსალოდნელ შიმშილს, რაც ჩიპის არმიღებისას გარდაუვლად დაემუქრებათ, რადგან, ნებისმიერი სასიცოცხლი საჭიროების ყიდვა-გაყიდვის უფლება, ელემენტარულად, აღარ ექნებათ... გვიშველოს დედაღვთისმშობელმა!"-წერს ლია რუსიაშვილი სოციალურ ქსელში.