აჭარის ტელევიზია სტატუსს იცვლის?

აჭარის ტელევიზია სტატუსს იცვლის?

აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკეთებს.


"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება მაუწყებლობის ფუნქციას ასრულებს, საკანონმდებლო აქტის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინსტრაციული ორგანოსთვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება. აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია "მაუწყებლობის შესახებ" კანონმდებლობის 37-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტთან. რომ მაუწყებლობის სფეროში ლიზენცზიის მფლობელი ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინსტრაციული ორგანო", _ აცხადებენ "საიაში".


აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა დღეისთვის პრიორიტეტულია. უნდა მოხდეს აჭარის ტელევიზიის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.


"ივერიონთან" საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ნათია კაპანაძე განმარტავს: "საიამ" შესაბამის უწყებებს მიმართა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან და აჭარის მთავრობიდან მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ტელევიზიის  სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რადგან მისი სტატუსის განსაზღვრა 2011 წლამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს აჭარის ტელევიზიის ახალი ბიუჯეტის დამტკიცება, ამდენად მნიშვნელოვანია დაფინასების საკითხი, რადგან ტელევიზია ფინანსდება საზოგადოებრივი თანხებით. დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით საჭიროა დისკუსია და სასწრაფოდ უნდა მოხდეს აჭარის ტელევიზიის სტატუსის განხილვა, ეს მხოლოდ დოკუმენტაციაში მცირე ცვლილებებს გამოიწვევს". 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: