ოთარ დანელია:-""გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით"

ოთარ დანელია:-""გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით"

   დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდება, რომელიც არის საპილოტე პროექტი და მოიაზრებს მთავრობის მიერ სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში.

   პროექტში ჩართული იქნება ყველა სადაზღვევო კომპანია, ვისაც სურვილი ექნება და გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. აგროდაზღვევის კოორდინატორი იქნება პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. ის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.

   -"გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით. ეს გახლავთ იმ პოლიტიკის გაგრძელება რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია აგროდაზღვევის სისტემის შემოღებაზე, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს პროცენტის სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელზეც საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი. საერთო ჯამში, შევაფასებთ იმ მონაცემებს, რაც წლის ბოლოს დაგროვდება და მომავალი წლიდან უკვე ვგეგმავთ ეს ჩავსვათ კანონის ჩარჩოში და გავაკეთოთ ერთიანი მიდგომის სახელმწიფო დაზღვევის კანონპროექტი"- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: