მაია ფანჯიკიძე: "მიგრაციის ახალი პოლიტიკა ეფექტური იქნება"
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება ყველა საკონსულო სამსახურის გაძლიერებას გეგმავს.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვიზის მიღება საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში პრობლემა არ იქნება.
"მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და სავიზო რეგულაციები, რომელიც მივიღეთ და დღეიდან ამოქმედდება, აბსოლუტურ თანხვედრაში და ჰარმონიაშია ევროკავშირი რეგულაციებთან. მასში გათვალისწინებულია მათგან მიღებული რჩევებიც. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საზღვარგარეთ ყველა საკონსულო სამსახურის გაძლიერებას. მართალია მსოფლიოს 194 ქვეყანაში საკონსულო არ გვაქვს, მაგრამ ძირითად რეგიონებსა და ქალაქებს ვფარავთ. ყველა ის ქვეყანაა გადაფარული, საიდანაც საქართველოში შემოსვლის ინტერესი არის. ჩვენ მოქალაქეებს გაძლიერებული რეჟიმით ვემსახურებით. იმედი მაქვს, შეფერხება არ იქნება. რასაკვირველია, ყველაფერი ახალი გარკვეულ სიძნელეებს იწვევს, მაგრამ იმედი მაქვს, ეს მინიმალური იქნება და ახალი პოლიტიკა ეფექტური იქნება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.