ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვანო მაჭავარიანი: "გაეროს გენერალური ასამბლეა სახელმწიფო მეთაურების შეკრების ადგილია "

ვანო მაჭავარიანი: "გაეროს გენერალური ასამბლეა სახელმწიფო მეთაურების შეკრების ადგილია "

  პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი უნდა მიდიოდეს.

   "გაეროს გენერალური ასამბლეა არის სახელმწიფო მეთაურების შეკრების ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიოს აქტუალურ თემებზე მათ შეხედულებებს და ასევე არის შესაძლებლობა, შეხვდნენ მათ კოლეგებს და გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაესწრონ მიმდინარე სამიტებს. ფაქტია, პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, მისთვის განკუთვნილი შესაძლებლობის გამოყენების უფლება არ მისცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაამისამართა მთავრობის მეთაურზე, რაც ძალიან სერიოზულ უხერხულობას იწვევს, რადგან თუ პრეზიდენტი უარს არ ამბობს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებაზე, სხვა შემთხვევაში ეს არის ამ უფლების მისთვის ჩამორთმევა.

  ეს დაიგეგმა გაეროს სამდივნოსთან. მათთან კომუნიკაცია ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს. ფაქტის წინაშე დააყენეს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უწევს თავის მართლება. თავის მართლების ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ გენერალურ ასამბლეაზე, თუ არა სამიტზე მაინც იქნება. ეს იგივეა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის სესიაზე გამოსვლის მაგივრად მისცენ კომიტეტზე გამოსვლის უფლება, რაც ქმნის ძალიან სერიოზულ უხერხულობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით", – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: