ანდრეი ლისენკო:-"კიევი შეცვლის სპეცოპერაციის ფორმატს აღმოსავლეთ უკრაინაში"
СНБО-ს თავმჯდომარე ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი მალე შეცვლის სპეცოპერაციის ფორმატს აღმოსავლეთ უკრაინაში.
-"დონბასში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმატი მალე შეიცვლება, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ სულ მალე ჩვენ ვიხილავთ ცვლილებებს არა მარტო ფორმატში, არამედ საკადრო პოლიტიკაშიც. მალე ყველა გაიგებს უფრო ფართო გადაწყვეტილებებს და მოქმედების გეგმებს"-აცხადებს ლისენკო.