გიორგი ონიანი:-"ეს არის სუს-ის მიერ მოფიქრებული პიარ-კამპანია"
ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში დააკავეს. ინფორმაციას საბერძნეთში მცხოვრები სალი გელენიძე ავრცელებს.
ივერიონი ადვოკატ გიორგი ონიანს დაუკავშირდა.
-"ეს არის სუს-ის მიერ მოფიქრებული პიარ-კამპანია, მიზნად ისახავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას, ვინაიდან მათთვის მოულოდნელი გამოდგა საქართველოს მოსახლეობის რეაქცია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს სარფში.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუ პიროვნებას არ ეძებს ინტერპოლი, მისი დაკავება სხვა ქვეყანაში ყოვლად შეუძლებელია.