გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს NATO - სკენ მიმავალი გზა უფრო უკეთესი იქნება
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების გამო იმედოვნებს, რომ საქართველოს NATO-სკენ მიმავალი გზა უფრო უკეთესი იქნება.
"ჩვენ მივდივართ ორი მნიშვნელოვანი მიზნისთვის. პირველი - უელსის სამიტი იყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და რეგიონის უსაფრთხოების გაღრმავების სამიტი და ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას, რეგიონსა და ხალხს უფრო დაცულ და სტაბილურ გარემოს შეუქმნის და მეორე - მივდივართ იმისთვის, რომ სამიტი იყოს საქართველოს NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე ასევე სერიოზული და პოზიტიური კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი.
მინდა ვთქვა, რომ ამ ვიზიტში ქართული მხარე ვართ უაღრესად წელში გამართული, რადგან პოზიციას გვიმაგრებს ის პოზიტიური რეფორმები, რაც განხორციელდა ჩვენს ჯარში, ზურგს გვიმაგრებს ის მრავალი მისია, რომელშიც ვმონაწილეობდით და რომელშიც ქვეყანა დაფიქსირდა, როგორც ძალიან პასუხისმგებლიანი მოთამაშე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სერიოზული იმედი და ამბიცია, რომ უელსის სამიტის შემდეგ რეგიონის უსაფრთხოება, ისე, როგორც საქართველოს NATO-სკენ მიმავალი გზა იქნება უკეთესი და უფრო პროდუქტიული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.