რუსეთი შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ოცეულის რიგებიდან გარიცხოს
როგორც გერმანული მედია იუწყება რუსეთი შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ოცეულის რიგებიდან გარიცხოს.
საუბარია წევრის სტატუსის დროებით ჩამორთმევაზე, რისი მიზეზიც უკრაინაში ვითარების ესკალაციაა, ინიციატივის ავტორი ავსტრალიაა, რომელიც მომავალ კვირაში აპირებს საკითხის დაყენებას.
უკრაინაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკიც, მან ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა და ევროპას მოუწოდა, არ გაიმეოროს ძველი შეცდომები.