ნორვეგია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 1 მილიონ ევროს გამოუყოფს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერგე ბრენდეს განცხადებით, ნორვეგია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 1 მილიონ ევროს გამოუყოფს. მისი თქმით, უკრაინა დიდ სირთულეებს განიცდის, ნორვეგია მზად არის ოთხჯერ გაზარდოს დახმარება უკრაინაში საბიუჯეტო, ენერგეტიკული და სხვა სფეროების პროგრამების მიმართულებით.
"რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში 200 ათასი იძულებით გადაადგილებულია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო", - განაცხადა ბერგე ბრენდემ.