ლიტვა მზად არის უკრაინას შეიარაღებული დახმარება გუწიოს
ლიტვა მზად არის უკრაინას შეიარაღებული დახმარება გუწიოს აღმოსავლეთ რეგიონებში, ლუგასკსა და დონეცკში არსებული კონფლიქტის გადასაჭრელად. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა.
ლიტვის ლიდერის განცხადებით, უკრაინა რუსეთს მთელი ევროპის ნაცვლად ებრძვის, სწორედ ამიტომ უნდა მიიღოს მაქსიმალური დახმარება ევროკავშირისგან. ამასთანავე, გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ მიღებულ უნდა იქნას "რაც შეიძლება მეტი" სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მათ შორის "სრული სამხედრო ემბარგო" და არა მხოლოდ აკრძალვა ახალ სამხედრო კონტრაქტებზე.