კიდევ ერთი მკვლელობა

კიდევ ერთი მკვლელობა

   თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, შემთხვევა გარდაცვლილის საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია აქვს ნასროლი. 

   შს სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და  გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

   მკვლელობის დეტალები ამ დრომდე უცნობია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: