ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" შს მინისტრს მიმართავს

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" შს მინისტრს მიმართავს

   "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" მესტიის პოლიციაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

   -"2005 წელს გვირგვლიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება რაღაც სახით გარეულნი ყოფილიყვნენ შსს მაღალი თანამდებობის პირები. აღნიშნული მაღალჩინოსნები თანამდებობიდან განთავიუფლებული იქნენ დროებით, გამოძიების დასრულებამდე, თუმცა ეს მოხდა რამოდენიმე კვირის დაგვიანებით, რამაც ხალხს დაუკარგა ნდობა აღნიშნული საქმის გამოძიების მიმართ.

   ორიოდე დღის წინ შსს მესტიის სამმართველოს უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ჯაფარიძემ ცემეს საკუთარი თანამშრომლები ყორშია და ჭანტურია. შსს-ს განცხადებით აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა მაღალჩინოსნები კვლავ საკუთარ თანმდებობებზე იმყოფებიან. ეს ფაქტი ხელს უშლის საქმის ობიექტურ და სრულ გამოძიებას. მოვუწოდებთ შს მინისტრს სასწრფოდ გადააყენოს თანამდებობიდან გიორგი სამარღანიშვილი და გიორგი ჯაფარიძე და ამით მეტი ნდობა შესძინოს საზოგადოების თვალში გამოძიების შედეგებს".

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: