ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ორი საპირისპირო აქცია აშშ-ს საელჩოსთან

ორი საპირისპირო აქცია აშშ-ს საელჩოსთან

   დღეს აშშ-ის საელჩოსთან, კოალიცია "ევრაზიული არჩევანი" აქციას "არა ნატო-ს" გამართავს. –"აქციაზე გამოფენილი იქნება იმ სისასტიკის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები, რომელიც აშშ-მა და ნატო-ს ძალებმა მსოფლიოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათივე თქმით აქციის მონაწილენი ასევე მოითხოვენ ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი და დემოკრატიული გზით გაირკვეს რა სურს ქართველ ხალხს: ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ საბაჟო ეკონომიკურ კავშირში გაერთიანება და რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. 

   "ევრაზიული არჩევანი" ამ აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს და ყველა აქცია 13:00 იწყება. თბილისში აქციიის პარალელურად აქცია დაგეგმილია ბათუმში თურქეთის საკონსულოს წინ, 11:00 საათზე გორში ევროკავშირის მისიის წინ და 13:00 საათზე ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.

    დღესვე, 3 სექტემბერს აშშ-ის საელჩოს წინ პ/გ ,,რეფორმატორები'' საპირისპირო აქციას მართავს.

   -"რეფორმატორები" ეხმაურება ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანების ,,სენით'' შეპყრობილი ადამიანების მიერ დაანონსებულ აქციას ამერიკისა და NAთO-ს წინააღმდეგ და მათი აქციის საწინააღმდეგოდ 3 სექტემბერს აშშ-ის საელჩოს წინ ვმართავთ აქციას ,,ყველა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე''. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არ აქვს.  

   ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა. გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი ხალხის ერთგულებას და პატივისცემას. ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების პროცესში ალიანსის სრულუფებიანი წევრი გახდეს.

   ყველამ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: