ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შსს-მ ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

  შსს-ს პრესსამსახურის იფორმაციით,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 2 არასრულწლოვანი: 1997 წელს დაბადებული ბესო დ. და 1998 წელს დაბადებული თორნიკე ს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
  სამართალდამცველებმა ბესო დ. და თორნიკე ს. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი სარეალიზაციოდ გამზადებული მოპარული ნივთების ტრანსპორტირებას აპირებდნენ.
  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გლდანის რაიონში სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. ბესო დ-მ და თორნიკე ს-მ ბინების ქურდობის 7 ფაქტი აღიარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ოქროს, ვერცხლის სამკაულები, ფული, საოჯახო ტექნიკა და აპარატურა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: