ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს

მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს

  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს.
 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიასა და მულახს შორის, ხეობაში იმყოფებოდა ორი ტურისტი, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოსვლას.
 საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეხუთე ქვეგანყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. მიღებული "ჯი-პი-ეს" კოორდინატების საშუალებით მალევე დაადგინეს ტურისტების ზუსტი ადგილსამყოფელი. შსს-ს მაშველებმა ისრაელის ორი მოქალაქე დაბა მესტიაში უვნებლად ჩამოიყვანეს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: