ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნატო-ს სამიტამდე მარგველაშვილი ლონდონში გამართავს შეხვედრებს

ნატო-ს სამიტამდე მარგველაშვილი ლონდონში გამართავს შეხვედრებს

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.

    ნატო-ს სამიტამდე ქვეყნის პირველი პირი ლონდონში გამართავს შეხვედრებს. იგი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თემაზე "საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით".  გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. ამავე დღეს იგეგმება ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან.

   4-5 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი უელსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ  ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი დაესწრება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში (IშAF) მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების  ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: