ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ალასანია: " NATO სახელმწიფოების და საზოგადოების დაცვაზე იქნება ორიენტირებული"!

ირაკლი ალასანია: " NATO სახელმწიფოების და საზოგადოების დაცვაზე იქნება  ორიენტირებული"!

  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უელსში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ NATO-ს სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე.
 მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს მისი ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის ადეკვატური შესაძლებლობები მიეცეს.

  " მთელი სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნების, ისე ამ შემთხვევაში საქართველოსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. გარდა ამისა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც ადეკვატური იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის", - განაცხადა ალასანიამ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: