უკრაინული არმია დონეცკს ტოვებს?
უკრაინული არმია დონეცკს ტოვებს. ბოლო მონაცემებით ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვანმა ძალებმა პოზიციები დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ tvzvezda.ru ავრცელებს.
თვითგამოცხადებული დონესკის სახალხო რესპუბლიკის პრესსამსახური აცხადებს, რომ მათ უჭირთ იმის ახსნა, თუ რა აზრი დევს ამ მანევრში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა გადაწყვიტა თავდაცვის კონცენტრირება ზაპოროჟიის და დნეპროპეტროვსკი რეგიონში. პრეს-სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს ძალების გადაჯგუფება.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დატოვეს დონეცკის რეგიონის ათეულობით დასახლება, ამას გარდა დატოვებულია დონეცკ-მარიუპოლის გზაზე ყველა ბლოკპოსტი. სამხედრო ტექნიკა ამ ადგილებს თორმეტი საათის განმავლობაში ტოვებდა.