მერია „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობს იმათ, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ ჯიბეს ისქელებდა

მერია „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობს იმათ, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ ჯიბეს ისქელებდა

   თბილისის მერია უახლოეს მომავალში იმ მაღალჩინოსნების სიას გამოაქვეყნებს, რომლებიც ყოველ თვე მაღალ პრემიებს იღებდნენ. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების მიერ აღებულ პრემიებს, რომლებიც ბიუჯეტის განხილვის დროს, თბილისის საკრებულოს ტრიბუნიდან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდენ. ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ციფრებს ამ ადამიანების მიერ ყოველთვიურად აღებული მაღალი პრემიების შესახებ. ზოგიერთ შემთხვეაში, თვეში 10 ათას ლარზე მეტი პრემიაა გამოწერილი“, - განაცხადა მერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: