ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ელენე ხოშტარია: „ადამიანების კრიმინალისგან დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა“

ელენე ხოშტარია: „ადამიანების კრიმინალისგან დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) წევრი ელენე ხოშტარია „Facebook”-ის საკუთარ გვერდზე ქვეყანაში კრიმინალის გაზრდაზე საუბრობს.


ხოშტარიას თქმით, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.


„მთავრობას შეუძლია დიდი ხანი იმართლოს თავი, იკამათოს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა. ამ კამათს აზრი არა აქვს, სტატისტიკით მანიპულირება ძალიან ადვილია და მათ ხელშია, ამიტომ იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ, როგორც მინიმუმ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიმინალის ზრდის განცდა უკვე მათი პრობლემა და პასუხისმგებლობაა. უბრალოდ სტატისტიკაზე ყვირილით ვერ უშველიან ამას.


  პრობლემა კი შემდეგშია:


- პროცედურულად გაუმართავი პროცესით ძალიან ბევრი კრიმინალის გამოშვება.
- პრემიერის განცხადება "გაგებით მოეკიდეთ".
- დანაშაულების არგამოძიება.
- ძალიან სუსტი სანქციები ყველას თვალწინ მომხდარ დანაშაულზე.
- შსს მინისტრის იმიჯი.
- თავისუფლების და უპასუხისმგებლობის ერთმანეთში აღრევა.


სახელმწიფოს ვალდებულებაა არა მხოლოდ ძალას არ გადაამეტოს (რაც დაუშვებელია), არამედ ადამიანები დაიცვას კრიმინალისგან.
რაც უფრო მალე გაიაზრებს მთავრობა, რომ სტატისტიკით კინკლაობას ჯობია სერიოზულად მიხედოს საქმეს მით უკეთესი ყველასთვის“.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: