ზვიად ტომარაძე:-"ღარიბაშვილის ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული დაფიქრება"

ზვიად ტომარაძე:-"ღარიბაშვილის ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული დაფიქრება"

   "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე "ივერიონთან" საუბარში ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას აფასებს და ამბობს:

 

   -"ხშირია საუბრები, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა და  ამ კუთხით "დანაშაულებრივი რეჟიმის"  ხელისუფლებაში ყოფნის  დროს გაცილებით უკეთესი  სიტუაცია იყო. თუ ეს ასეა, მაშინ პირველ რიგში ეს იმის  შედეგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ციხეებში მიმდინარეობდა არაადამიანური მოპყრობაა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ციხეებში სუტუაცია გაუმჯობესებულია.

   გარდა ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მოძალადედ სახელმწიფო გვევლინებოდა ძალოვანი უწყებების სახით. თუ "ჭკვიანად" არ მოიქცეოდი, მხოლოდ ციხეს არ გაკმარებდნენ, არსებობდა ყველაფერს დაკარგვის არც თუ მცირე შანსი. ამ საკიხთთან მნიშვნელოვანია ვახსენოთ სასჯელის ე. წ. "შეკრებითობის პრინციპი" (რომელიც ახალმა ხელისუფლებამ  გააუქმა). ყოველივე ამის შედეგად საზოგადოება დათრგუნული და დაშინებული იყო. 

   ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული დაფიქრება იმაზე, თუ როგორ გამოასწოროს არსებული სიტუაცია. ოღონდ ამის გაკეთება საზოგადოებაში ტერორისა და ძალადობის გარეშე უნდა სცადოს". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: