პარტია "მომავალი საქართველო" ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენებას მოითხოვს

პარტია "მომავალი საქართველო" ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენებას მოითხოვს

   პარტია "მომავალი საქართველოს"_ს ლიდერი გიორგი ლაღიძე საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალთან და მკვლელობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,:

   -"მინდა გამოვხატო პარტია "მომავალი საქართველო"ს შეშფოთება  ქვეყანაში გახშირებულ მკვლელობებთან დაკავშირებით, ფაქტიურად დღე არ გავა ისე, რომ საქართველოში და კონკრეტულად თბილიში მკვლელობა არ მოხდეს. ეს არის მეტად სამწუხარო ფაქტი,ხელისუფლება, რომელიც გულდასმით მალავდა რეალურ სტატისტიკას კრიმინალის შესახებ და საზოგადოებას აწვდიდა მცდარ ინფორმაციას დანაშაულის შემცირების შესახებ, სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა, ისინი იძულებულნი არიან აღიარონ რომ ეს შემზარავი მკვლელობები, ყოველდღე ჩვენს ქვეყანაში ხდება, მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რეალურად დაიწყონ ზრუნვა კრიმინალის შემცირების კუთხით ჩვენ ამისათვის ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება მიგვაჩნია, მთავრობა ვალდებულია, მოუსმინოს ხალხის ხმას, შეაფასოს რეალური ვითარება ქვეყანაში კრიმინოგენული თვალსაზრისით და დაუყოვნებლივ გადააყენოს თანამდებობიდან ლექსო ჭიკაიძე, ხოლო მის ადგილზე დანიშნონ პროფესიონალი კადრი, ვისაც შეეძლება დამნაშავეობასთან ბრძოლა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: