GRASS 8 სექტმბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან შეხვედრაზე იწვევს
არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS შს სამინისტროს ექსპერტებთან შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს. როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა 8 სექტემბერს გაიმართება.
-"კრიმინოგენული ვითარება საზოგადეობაში განხივლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად იქცა. საზოგადოების ნაწილში ჩამოყალიბებულია განცდა, რომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია, რაც იწვევს ბუნებრივ შეშფოთებას და შიშს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს სტატისტიკაზე, რომელიც არ ადასტურებს ამ შეფასებებს.
ამგვარ საკითხებზე ზედაპირული, არასრულყოფილი ან ცალმხრივი მსჯელობა, მითუმეტს სპეკულირება დაუშვებელია და კიდევ უფრო გააუარესებს სურათს.
აქედან გამომიდნარე, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS ა.წ. 8 სექტმბერს იწვევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხვედრაზე, სადაც შეიკრიბებიან ექსპერტები და სადაც შსს-ს ექნება სრული საშუალება წარმოადგინოს სურათი და დაასაბუთოს (მათ შორის სტატისტიკურად) თავის პოზიცია.
შესაბამისი წერილი, შეთავაზება ხვალ გადაეგზავნება შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველა დაინტერესებულ მხარეს.
იმედი გვაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ეს შეხვედრა ხელს შეუყწობს კრიმინოგენული ვითარების შესახებ ობიექტური სურათის ჩამოყალიბებას."