მოძრაობა "ახალი რეალობისთვის"-"ნუ შეგეშინდებათ ქართველობის! შემოგვიერთდით!"

მოძრაობა "ახალი რეალობისთვის"-"ნუ შეგეშინდებათ ქართველობის! შემოგვიერთდით!"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" 2014 წლის 6 სექტემბრს, 17: 00 საათზე, ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლეში აწყობს ფართომასშტაბიან შეკრებას.

  შეკრებაზე ვიწვევთ ყველას, ვინც თვლის, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვისთვისაც მიუღებელია  ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვინც სიტყვით და საქმით მხარს უჭერს სამართლიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში. ჩვენს გვერდით მოვიაზრებთ ყველას, ვინც პატივს სცემს ქართულ წესსა და ადათს, ტრადიციულ ღირებულებებს, ვინც მზად არის აიძულოს  არსებული ხელისუფლება ყველა საჭირბოროტო საკითხს წყვეტდეს სახელმწიფოებრივი მიდგომით და არა მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით.

    ნუ შეგვეშინდება ქართველობის! შემოგვიერთდით!

 

 საინიციატივო ჯგუფი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: