ირაკლი ღარიბაშვილი- "ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული"!

ირაკლი ღარიბაშვილი- "ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული"!

  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე კრიმინოგენულრ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მიმდინარე მოვლენები მიზანმიმართული, ხელოვნური კამპანიაა დაგანმარტავს, რომ კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ.
  პრემიერ=მინისტრმა შინაგანსაქმეთა და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისკენ მოუწოდა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, მინისტრებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაქსიმალურად მოკლევადებში უნდა წარადგინონ.
  პრემიერმა ასევე დღეანდელ სხდომაზე სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს-"მინდა, მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, მაგრამ ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული. ეს არის ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა, წარმოაჩინონისე, თითქოს სახელმწიფო ვერ, ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ გაუარესებულია კრიმინოგენური ვითარება", -
  ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებამ შეიმუშავა პრევენციულ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა და მისი დავალებით მაქსიმალურად გამკაცრდება ბრძოლა იარაღის უკანონოდ ტარებასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ერთის მხრივ არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ, ეფექტურად იბრძოლოს კრიმინალის წინააღმდეგ.
  "ყველაზე ადვილია კანონდარღვევად ძალადობა, მაგრამ ის საქმიანობა, რასაც ბატონი ჭიკაიძე აწარმოებს, დასაფასებელია. ისინი 24 საათის განმავლობაში ებრძვიან კრიმინალს და ამავდროულად ცდილობენ, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გაამკაცროთ ბრძოლა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. ვიცი, რომ გაქვთკონკრეტული გეგმა და ამას ეფექტურად გაართმევთ თავს", - მიმართა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: