გიორგი ბარამიძე: MAP-ის არმინიჭებით NATO-მ ჩიკაგოში მიღებულ საკუთარ კომუნიკეს არ სცა პატივი!
საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და MAP-ს დიდი ხანია იმსახურებს თუ წევრობას არა",- განცხადება ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, MAP-ის არმინიჭებით NATO-მ ჩიკაგოში მიღებულ საკუთარ კომუნიკეს არ სცა პატივი.
საქართველოს მთავრობა წინასწარ შეურიგდა ამ წარუმატებლობას. სამიტის წინ თვეების განმავლობაში MAP-ის ხსენებაც კი არ ყოფილა მთავრობის წევრების მხრიდან, აქაოდა მოლოდინი არ გავზარდოთო. ეს საოცარი სიბრიყვეა, რადგან ამავე ლოგიკით, მთავრობამ აღარც დეოკუპაციაზე და უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაზე უნდა ისაუბროს, რაც აბსურდია.
საჯარო პოლიტიკურ პროცესში, თუ მიზნის მიღწევას მართლა აპირებ, აუცილებელია ამ მიზნის საკუთარი და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მკაფიოდ გაცხადება. ესეცაა სამიტზე ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.
ვწუხვარ, რომ ქვეყანას ასეთი არაკვალიფიციური და არაეფექტიანი მთავრობა ყავს, რის გამო ბევრს ვკარგავთ და მრავალ მნიშვნელოვან მიზანს ვერ ვაღწევთ",- აცხადებს ბარამიძე.