ნინო გიორგობიანი: ტრეფიკინგი არ დასტურდება!

ნინო გიორგობიანი: ტრეფიკინგი არ დასტურდება!

  "გუშინ ბათუმში თურქეთის მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ დაზარალებული ქალბატონი გუშინვე გამოკითხეს, ტრეფიკინგის ფაქტი არ დასტურდება."აღნიშნულ განცხადებას შსს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი facebook -ის საკუთარ  გვერდზე აკეთებს.
  "ქალბატონმა უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტი და განაცხადა, რომ მისთვის არავის შეუზღუდია თავისუფლება და მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა.
  დაზარალებულ ქალბატონს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგედაც მიღებული დაზიანებების ხარისხი დადგინდება.
 
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: