ხატია ვედმედევა ოპერაში დირექტორის პოსტს უბრუნდება?
ცნობილი ხდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხატია ვედმედევას სარჩელი დააკმაყოფილა.
ვედმედევას თქმით, სასამართლომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება არ დააკმაყოფილა.
-"რადგან ბრძანება ჩემს მიერ განთავისუფლების მოთხოვნით გიორგი ჭიჭინაძეს ჰქონდა დაწერილი, "სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ გოგი ჭიჭინაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ამიტომ მისი განცხადება მოსამართლემ არ გაითვალისწინა"- ამბობს ვედმედევა.
ვედმედევას ინფორმაცით ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სამუშაოდ აღნიშნულ პოსტზე, ბალანჩივაძეების სახლეობის ოპერისა და ბალეტის თეატრში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით კომენტარს არავინ აკეთებს.
დავით ცხავარძე