ვახტანგ ჟორდანია:-"განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, რათა ხვალ სხვა ოჯახს ავაცილოთ უბედურება"

ვახტანგ ჟორდანია:-"განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, რათა ხვალ სხვა ოჯახს ავაცილოთ უბედურება"

    ბოლო დღეებში გახმაურებულ კრიმინალურ ფაქტებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საზოგადოებაში ისტერიკას  ხელოვნურად ტელევიზიები ქმნიან, კრიმინოგენული სიტუაცია კი ქვეყანაში სტაბილურია.

    ღარიბაშვილის ამ განცხადებას "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"ქვეყანაში რომ სტაბილური ვითარება არც ერთ სფეროში არ არის, ეს არავისთვისაა უცხო და ახლი. რეალური სურათის დანახვა და სააშკარაოზე გამოტანა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღარიბაშვილს კრიჭაში ვუდგევართ და ჩასაფრებულ პოზიციაში ვართ. დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა კრიმინალის მხრივ შექმნილი, რომ არავინ არის უკვე დარწმუნებული, რომ შემდეგი ჩვენ არ ვიქნებით. საქმე იმაშია, რომ მარტო ჭიკაიძის მოხსნა თანამდებობიდან ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, საჭიროა პროფესიონალების მიყვანა სამინისტროში და კიდევ ერთი, თვალის დახუჭვა და გაჩუმება დღეს დანაშაულის ტოლფასია, უნდა დავდუმდეთ კი არა, განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, რათა ხვალ სხვა ოჯახს ავაცილოთ უბედურება!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: